სამების საკათედრო ტაძარი ხანძრის შემდეგ პრემიერმინისტრმა მოინახულა

სამების საკათედრო ტაძარში დღეს დილიდან კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმყოფებოდნენ.

მთავრობის და მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებმა ხანძრით დაზიანებული ტაძრის ნაწილი დაათვალიერეს.

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში შესვლა ჯერ კიდევ შეზღუდულია. ახლა ადგილზე კრიმინალისტებს ელოდებიან, რომლებიც გააგრძელებენ მუშაობას ხანძრის გამომწვევი მიზეზების გასარკვევად.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლობის გახსნას არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური საფუძველი არ გააჩნია
შემდეგი სტატიასაქართველოს საელჩოს მოთხოვნის შედეგად, აბრა – „აფხაზეთის რესპუბლიკა“ მოიხსნა