სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია და სამცხე-ჯავახეთის
პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რთული მეტეოროლოგიური
პირობების, დიდთოვლობის და გზებზე ცუდი ხილვადობის გამო, საერთაშორისო
მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთ-საქართველოს საზღვრის
მიმართულებით) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აიკრძალა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ინტენსიური თოვის, ქარბუქის, შეზღუდული
ხილვადობის და ლიპყინულის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აიკრძალა ფარავნის უღელტეხილზე, წალკა- ნინოწმინდის გზაზე, ასევე
ახალქალაქი-კარწახის მიმართულებითაც.

საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, სამაშველო სამსახურთან
ერთად გზებზე გაჩერებულ მგზავრებს ეხმარებიან და უსაფრთხო ადგილამდე მათ
ტრანსპორტირებას ახორციელებენ.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებული ოპოზიცია რუსთავის მერიას და კომპანია ”ინტერტრანსს” ტარიფების ხელოვნურად ზრდაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიასაქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადება