გაერთიანებული ოპოზიცია რუსთავის მერიას და კომპანია ”ინტერტრანსს” ტარიფების ხელოვნურად ზრდაში ადანაშაულებს

ნიშნავს თუ არა წარმატებას თქვენი მმართველობის პირველსავე წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 700 მილიონით გარღვევას?!

გაერთიანებული ოპოზიცია რუსთავის მერიას და კომპანია ”ინტერტრანსს” ტარიფების ხელოვნურად ზრდაში ადანაშაულებს. ოპოზიციის წევრის განცხადებით, რუსთავის მერია არ აძლევს უფლებას კომპანიას, რომ ტარიფი ლარნახევრიდან 2 ლარამდე გაზარდოს, თუმცა კომპანიამ თვითნებური გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

ზურაბ მელიქიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის განაწყენება არ სურს და ტარიფის ზრდის გადაწყვეტილებას არ იღებს, თუმცა პარალელურად, ხელს არ უშლის კომპანიას, რომ ტარიფი თავად დააწესოს.

„ნებისმიერი ფირმა, რომელიც ტენდერს იგებს ან მომსახურებაზე, ან სხვა საქმიანობაზე, არის ივანიშვილთან დაკავშირებული, პირადად, ან მის გაგრძელებასთან დაკავშირებული. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, დაედგათ გარკვეული სპექტაკლი რუსთაველებისთვის, თითქოს, ვიღაც ზრდის, თითქოს, ვიღაც ეწინააღმდეგება და აჩვენებენ გარკვეულ „ბრძოლას.“ სინამდვილეში ეს არის სპექტაკლი და შედეგი არის, რომ კონკრეტულად ყოველ დღე რუსთავში ასეულობით შემთხვევაა, როდესაც მოქალაქეებსა და მძღოლებს უწევთ ერთმანეთთან დაპირისპირება. მათი ამ გადაწყვეტილებით, მოქალაქე და მძღოლი დატოვეს პირისპირ კამათის და ჩხუბის ამარა,“- განაცხადა მელიქიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმერის კომპეტენცია ტექნიკურად გამართული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის უზრუნველყოფაა, რასაც კახა კალაძე წარმატებით ასრულებს
შემდეგი სტატიასამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს