„სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები წარმოადგინა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ISFED​-მა PVT-ის შედეგები დამკვირვებლის 95 პროცენტისგან მიიღო.

ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში მოხვდნენ პარტიები, რომლებმაც არჩევნების პროპორციულ კომპონენტში ეროვნულ დონეზე ერთ პროცენტზე მეტი მოაგროვეს.

შედეგები მოიცავს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მაქსიმალურ და მინიმალურ შედეგებს (99%-იანი ნდობის ინტერვალით).

„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“: გამოთვლილი პროცენტი – 1.4%, ცდომილების ხარისხი +/- 0.21%, მინიმალური შედეგი – 1.2%, მაქსიმალური შედეგი – 1.6%;„

ევროპული საქართველო – თავისუფლების მოძრაობა“: გამოთვლილი პროცენტი – 1.8%, ცდომილების ხარისხი +/- 0.27%, მინიმალური შედეგი – 1.5%, მაქსიმალური შედეგი – 2.0%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: გამოთვლილი პროცენტი – 31.1%, ცდომილების ხარისხი +/- 1.07%, მინიმალური შედეგი – 30.0%, მაქსიმალური შედეგი – 32.2%;

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: გამოთვლილი პროცენტი – 1.5%, ცდომილების ხარისხი +/- 0.12%, მინიმალური შედეგი – 1.4%, მაქსიმალური შედეგი – 1.6%;

„ლელო“: გამოთვლილი პროცენტი – 2.6%, ცდომილების ხარისხი +/- 0.20%, მინიმალური შედეგი – 2.4%, მაქსიმალური შედეგი – 2.8%;

„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“: გამოთვლილი პროცენტი – 1.3%, ცდომილების ხარისხი +/- 0.10%, მინიმალური შედეგი – 1.2%, მაქსიმალური შედეგი – 1.5%;

„გახარია – საქართველოსთვის“: გამოთვლილი პროცენტი – 7.7%, ცდომილების ხარისხი +/- 0.53%, მინიმალური შედეგი – 7.2%, მაქსიმალური შედეგი – 8.2%;

„გირჩი“: გამოთვლილი პროცენტი – 1.0%, ცდომილების ხარისხი +/- 0.10%, მინიმალური შედეგი – 0.9%, მაქსიმალური შედეგი – 1.1%;

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“: გამოთვლილი პროცენტი – 46.6%; ცდომილების ხარისხი +/- 1.18%, მინიმალური შედეგი – 45.4%, მაქსიმალური შედეგი – 47.8%;

„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“: გამოთვლილი პროცენტი – 1.4%; ცდომილების ხარისხი +/- 0.17%, მინიმალური შედეგი – 1.2%, მაქსიმალური შედეგი – 1.6%;

„სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით, სხვა პარტიებს შორის ჯამურად ხმათა 3.7% გადანაწილდა.

რაც შეეხება მონაცემებს თბილისის მასშტაბით, პარალელური დათვლის შედეგები ასე გამოიყურება:

„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“: გამოთვლილი პროცენტი – 1.0%, ცდომილების ხარისხი +/- 0.08%, მინიმალური შედეგი – 0.9%, მაქსიმალური შედეგი – 1.1%;

„ევროპული საქართველო – თავისუფლების მოძრაობა“: გამოთვლილი პროცენტი – 1.1%, ცდომილების ხარისხი +/- 0.15%, მინიმალური შედეგი – 1.0%, მაქსიმალური შედეგი – 1.3%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: გამოთვლილი პროცენტი – 28.3%, ცდომილების ხარისხი +/- 0.89%, მინიმალური შედეგი – 27.4%, მაქსიმალური შედეგი – 29.1%;

„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“: გამოთვლილი პროცენტი – 2.5%, ცდომილების ხარისხი +/- 0.13%, მინიმალური შედეგი – 2.3%, მაქსიმალური შედეგი – 2.6%;

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: გამოთვლილი პროცენტი – 1.7%, ცდომილების ხარისხი +/- 0.12%, მინიმალური შედეგი – 1.5%, მაქსიმალური შედეგი – 1.8%;

„ლელო“: გამოთვლილი პროცენტი – 3.7%, ცდომილების ხარისხი +/- 0.24%, მინიმალური შედეგი – 3.4%, მაქსიმალური შედეგი – 3.9%;

„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“: გამოთვლილი პროცენტი – 1.3%, ცდომილების ხარისხი +/- 0.10%, მინიმალური შედეგი – 1.2%, მაქსიმალური შედეგი – 1.4%;

„გახარია – საქართველოსთვის“: გამოთვლილი პროცენტი – 8.8%, ცდომილების ხარისხი +/- 0.39%, მინიმალური შედეგი – 8.4%, მაქსიმალური შედეგი – 9.2%;

„ელენე ხოშტარია – დროა“: გამოთვლილი პროცენტი – 2.1%, ცდომილების ხარისხი +/- 0.21%, მინიმალური შედეგი – 1.9%, მაქსიმალური შედეგი – 2.3%;

„გირჩი“: გამოთვლილი პროცენტი – 1.7%, ცდომილების ხარისხი +/- 0.13%, მინიმალური შედეგი – 1.5%, მაქსიმალური შედეგი – 1.8%;

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“: გამოთვლილი პროცენტი – 39.7%, ცდომილების ხარისხი +/- 0.99%, მინიმალური შედეგი – 38.7%, მაქსიმალური შედეგი – 40.7%;

„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“: გამოთვლილი პროცენტი – 3.4%, ცდომილების ხარისხი +/- 0.23%, მინიმალური შედეგი – 3.1%, მაქსიმალური შედეგი – 3.6%;

„ანა დოლიძე – ხალხისთვის“: გამოთვლილი პროცენტი – 2.5%, ცდომილების ხარისხი +/- 0.17%, მინიმალური შედეგი – 2.4%, მაქსიმალური შედეგი – 2.7%;

„სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით, სხვა პარტიებს შორის ჯამურად ხმათა 2.2% გადანაწილდა.

banner
წინა სტატიაშიხერხეულიძე – სააკაშვილი ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს
შემდეგი სტატიათითქმის ყველა უბნის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ 46,68%-იანი, „ნაცმოძრაობას“ კი 30,7%-იანი მხარდაჭერა აქვს