სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 1989 წელს დაბადებული სეით ს. წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი. იგი ქუთაისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის 28 ნოემბერს ნიღბითა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული სეით ს. ორ თანამზრახველთან ერთად ჩოხატაურში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ზაალ მ.-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იარაღის მუქარით ფული და ძვირფასეულობა გამოსძალა. ამის შემდეგ სეით ს.-მ და მისმა თანამზრახველებმა ზაალ მ.-ს კუთვნილი ავტომანქანა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ გატაცებულ ავტომანქანას შემთხვევიდან მეორე დღეს სამტრედიაში, ერთ-ერთ ქუჩაზე მიაკვლია.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“Scorpions”-ის კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა
შემდეგი სტატიათურქეთში მომხდარ აფეთქებას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა