“Scorpions”-ის კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

გერმანულმა როკ-ჯგუფმა “scorpions” შეკვეთილში, “black sea arena”-ზე გამართულ კონცერტზე ყველა ის სიმღერა შეასრულა, რომლის მოსმენასაც ქართველი მსმენელი ელოდა.

ჯგუფმა ერთ-ერთი ჰიტი “wind of change” მსმენელებთან ერთად შეასრულა.

კონცერტის დასასრულს, როდესაც ჯგუფის წევრები სცენიდან უკვე გასულები იყვნენ, ფანებმა ერთობლივი შეძახილით ერთ-ერთი ჰიტის, “still loving you”-ს შესრულება სთხოვეს და ჯგუფმაც გამოსვლა სწორედ ამ სიმღერით დაასრულა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მეშვიდე ოლიმპიური მედალი
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს