,,სამარცხვინოა საგარეო საქმეთა სამინისტროს… უფრო ზუსტად, ბიძინას რეაქცია გერმანელი დიპლომატის განცხადებაზე!“

ჰერბერტ ზალბერგის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში გაკეთებულ განცხადებას და მასზე საქართველოს ხელისუფლების რეაქციას აკრიტიკებს ,,ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე და მთავრობის დამოკიდებულებას ქვეყნისთვის საზიანოს და დამამცირებელს უწოდებს.
,,სამარცხვინოა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს, უფრო სწორად მთავრობის და კიდევ უფრო ზუსტად, ბიძინას რეაქცია გერმანელი დიპლომატის განცხადებაზე! დაუშვებელია, საკუთარი ინტერესების დამცველმა და თავის თავის პატივისმცემელმა სახელმწიფომ ასე, ფაქტიურად რეაგირების გარეშე დატოვოს მისი სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული განცხადება! მაგრამ ესენი ხომ სულ სხვა ინტერესებს ემსახურებიან, როგორც , შესაძლოა, ბატონი ზალბერგიც! ეს ძალიან დამამცირებელი და ძალიან საზიანოა!!!“ – წერს თამარ ჩხეიძე ფეისბუქის გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰასან როჰანიმ გაიმარჯვა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ქანდაში ცამეტი ასურელი მამის ხსენების დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას დაესწრო