პრეზიდენტი ქანდაში ცამეტი ასურელი მამის ხსენების დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ოჯახის წევრებთან ერთად, ცამეტი ასურელი მამის ხსენების დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას სოფელ ქანდაში, ცამეტი ასურელი მამის სახელობის ტაძარში დაესწრო.

ტაძარში, სადაც წირვა ქართულ-არამეულ ენაზე პატრიარქის კურთხევით უკვე 5 წელია აღევლინება, პრეზიდენტს, პირველ ლედის და მისი ოჯახის წევრებს მამა სერაფიმემ უმასპინძლა.

„გილოცავთ, დღევანდელ დღესასწაულს. ცამეტმა ასურელმა მამამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სულიერების განვითარებაში, რამაც კიდევ უფრო მაღალ, სულიერ სიმაღლეზე ასწია ჩვენი ერის ღვაწლი, ქრისტიანობის განმტკიცებაში.

იმ სარწმუნოების განმტკიცებაში, რომელმაც ქართველი ერი დღევანდლამდე მოიყვანა.

დღევანდელი დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო ასირიელ თემს, ვინც ამ დღეს განსაკუთრებით დღესასწაულობს და იმ ათეულობით საუკუნიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ასირიელთა ღვაწლი ქართული სახელმწიფოს, ქართული სულიერების განმტკიცებასა და განვრცობაში. გილოცავთ დღევანდელ დღეს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მამა სერაფიმემ პრეზიდენტს საჩუქრად ხატი გადასცა.

banner
წინა სტატიაში,,სამარცხვინოა საგარეო საქმეთა სამინისტროს… უფრო ზუსტად, ბიძინას რეაქცია გერმანელი დიპლომატის განცხადებაზე!“
შემდეგი სტატიაჰასან რუჰანი ირანის პრეზიდენტი მეორედ გახდა