“სამარცხვინოა მათი განცხადება, ისევე, როგორც სამარცხვინოა მათი დავალებები, როცა უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ რიგით პოლიციელებს”

“სამარცხვინოა მათი განცხადება, ისევე, როგორც სამარცხვინოა მათი დავალებები, როცა უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ რიგით პოლიციელებს. რაც შეეხება სამართლებრივ ექსპერტიზას, გაცილებით უფრო სარწმუნოა ჩემთვის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დასკვნა, ვიდრე ვაჟა სირაძის არითმეტიკა. ჩვენ კანონის ზღვარზე გავდივართ, მაგრამ ჩვენ ვიცავთ და ვრჩებით კონსტიტუციის ფარგლებში. თუ ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ეს აბსოლუტურად სხვაა. ”-“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ეხმაურება შსს-ს განცხადებას, სადაც უწყებამ აღნიშნა, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები კანონის ფარგლებს გასცდნენ და ადმინისტრაციული ორგანოს შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების მცდელობის შემთხვევაში, პოლიცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

banner
წინა სტატიაშიჩვენ არ ვითვლით ადამიანების რაოდენობას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროტესტი და ვრეაგირებთ პროტესტზე შესაბამისად
შემდეგი სტატია“მას ხალხის თვლაზე უკეთესად ეხერხება ხალხისგან მის მიერ მოპარული ფულის თვლა”-სააკაშვილი კალაძის განცხადებას ეხმაურება