“მას ხალხის თვლაზე უკეთესად ეხერხება ხალხისგან მის მიერ მოპარული ფულის თვლა”-სააკაშვილი კალაძის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის მერ კახა კალაძესთან დაკავშირებით საუბრობს და მას უტიფარს უწოდებს.

სააკაშვილი ვიდეოში, რომელიც მის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა, ამბობს, რომ კახა კალაძე სამშენებლო კომპანია „არქი”-ს მეშვეობით, რომელიც, მისივე თქმით, თავის სამტრედიელ კლასელს ჩააბარა, თბილისს ანადგურებს.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემს მშობლიურ თბილისს თავზე წამოასკუპდნენ ადამიანის მსგავსი ბანდერლოგები. მან გაიხსენა ჩემი გასამართლება პიჯაკების საქმეზე. ეს ის ადამიანია, ვინც გახადა ნახევარი საქართველო ივანიშვილთან ერთად, ვინც გაანადგურა თბილისი. მან ჩამოიყვანა სამშენებლო კომპანია „არქი“, თავისი სამტრედიელი კლასელი ჩაუყენა სათავეში, რომელიც ყოველდღიურად ანადგურებს თბილისს. ყოველ კუთხეში ჩადგეს კორპუსები. დედაქალაქისა დასაბურთალოს ფილტვები, იპოდრომი განადგურების პირასაა სწორედ ამ სამტრედიელი მაფიის მოღვაწეობის შედეგად. იქ მე დავრბოდი ბავშვობაში და ძალიან გული მტკივა, რომ ეს ასეა. ცალკე ატერორა ტაქსები, ცალკე გადათხარა, გაანადგურა და უამრავი ფული გააკეთა ე.წ. გზების რემონტზე. ეს ის კაცია, კიევში მაიდანის დროს, მაიდანის გამარჯვებამდე რამდენიმე დღით ადრე რომ ამბობდა, სულ რამოდენიმე ათასი კაცი დგას, თუ რამდენიმე ათეულიო გრუშევსკის ქუჩის კუთხეშიო და არაფერი პროტესტები კიევში არ მიდისო. მოკლედ, მას ხალხის თვლაზე უკეთესად ეხერხება ხალხისგან მის მიერ მოპარული ფულის თვლა. ჩვენც დავუთვლით სათითაოდ თითოეულ მოპარულ კაპიკს და დავუბრუნებთ ხალხს. ყველაფერი დადგება თავის ადგილზე. საქართველოში აუცილებლად გათენდება და ხალხს ყველაფერი გამოუვა. ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის. აბა თქვენ იცით“ ,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“სამარცხვინოა მათი განცხადება, ისევე, როგორც სამარცხვინოა მათი დავალებები, როცა უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ რიგით პოლიციელებს”
შემდეგი სტატია“ერთ კაი ჩაისაც დავლევთ, თუკი ასეთ განცხადებას გააკეთებენ”-გოცირიძე კალაძის განცხადებას პასუხობს