სამადაშვილი – სააკაშვილთან დაკავშირებით, შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან გვექნება

დეპუტატ სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, მომავალ კვირას საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჩამოდის. ამის შესახებ მან გადაცემა “დღის სტუმარში” განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილზე და მისი გათავისუფლების გზებზე ისაუბრებენ:

“ჩვენ გვექნება შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, რომელიც ვიზიტით ჩამოდის მომავალ კვირას საქართველოში. ჩვენ გვექნება საუბარი ამ კონკრეტულ გზებზე, როგორ შეიძლება გადაიჭრას პრობლემები, ამ ეტაპზე, იმიტომ, რომ ხელისუფლება ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი გამოსავალი, მათ შორის იურიდიული საფუძველი და ეს ესე არ არს”, – თქვა სალომე სამადაშვილმა.

მისივე განცხადებით, მომავალში საერთაშორისო თანამეგობრობასთან აპირებს სასამართლო კლანის მიმართ “ტარგეტირებული სანქციების” შემუშავებასთან დაკავშირებით იმუშაოს. სამადაშვილი ამბობს, რომ დასავლეთის მხრიდან ზეწოლა უნდა გაიზარდოს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – მივმართავ ქართველ ემიგრანტებს, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას
შემდეგი სტატიათიბისის ტექ. პოდკასტის მესამე ეპიზოდი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას მიმოიხილავს