სააკაშვილი – მივმართავ ქართველ ემიგრანტებს, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას

მივმართავ ქართველ ემიგრანტებს, დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩამოვიდა, ვინც იბრძვის რუსთაველზე და დგას ჩემს ციხესთან. ვინც აქციებს აწყობს მთელ მსოფლიოში. გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას, – ამის შესახებ ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დღეს ჟურნალისტებს გააცნო.

მისივე თქმით, ემიგრანტები მის მხარდასაჭერად საქართველოში თუ ჩამოვლენ, დიდ გამარჯვებას ჰპირდება.

„ახლა მინდა, გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა. მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას. ეს ერთი დღე მალე დადგება. თუ როდის, ამას პროცესები აჩვენებს და რამდენიმე დღით ადრე გეტყვით. მაგრამ იმ ერთ დღეს თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი იქნება. თუ ჩამოხვალთ, გპირდებით, აქედან გამარჯვებულები წახვალთ“, – აღნიშნულია წერილში.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის სამხარეო პოლიციასთან აქტივისტებმა შიმშილობა დაიწყეს
შემდეგი სტატიასამადაშვილი – სააკაშვილთან დაკავშირებით, შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან გვექნება