სამადაშვილი: სააკაშვილს საქართველოში ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ მათი რიცხვი არ იზრდება

პოლიტიკოს, სალომე სამადაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში საკუთარი მხარდამჭერები ჰყავს, თუმცა მათი რიცხვი არ იზრდება.

„სააკაშვილის როლი არის მნიშვნელოვანი, რადგან სრულიად განსაკუთრებული მოვლენაა, რომ ადამიანი ამდენი წელიწადი არ არის საქართველოში, მაგრამ ჰყავს ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური ამომრჩეველი, თუმცა, ამავე დროს, ეს ამომრჩეველი არ იზრდება. ანუ, სააკაშვილს ჰყავს საკუთარი მხარდამჭერები, მაგრამ მხარდამჭერების რიცხვი არ იზრდება ქვეყანაში. ამიტომ სწორი ფორმულა იქნებოდა, რომ მას მოეძებნა საკუთარი პოლიტიკური ჩართულობის ისეთი გზა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში ოპოზიციური ძალის გაძლიერებას. ალბათ, პირველ რიგში, კარგი იქნებოდა იმით დავიწყოთ, რომ განსხვავებული აზრის ყველა ოპოზიციური პარტია არ იქნას შერაცხული ხელისუფლებასთან გარიგებულად, ეს სწორი დასაწყისი იქნებოდა. განსაკუთრებით, როცა უხერხულ მდგომარეობაში ვარდები და შემდეგ გიწევს იმ ხალხთან თანამშრომლობა, რომელსაც გარიგებულებს უძახდი რამდენიმე კვირის, თუ დღის წინ. ალბათ, ეს სწორი დასაწყისი იქნებოდა.

სააკაშვილმა რაც უნდა გააცნობიეროს არის ის, რომ ალტერნატივა, ან ის ან ბიძინა, აღარ არის რელევანტური ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ანუ, ორპულისიანობა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არ არის არც რელევენატური და არც იმას ეხმარება, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმი ქვეყანაში შეიცვალოს არჩევნების გზით მათ შორის, რაც, ჩემი აზრით, აუცილებელია“, – განაცხადა სამადაშვილმა „პალიტრანიუსთან“ საუბარში.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი თამაზ ლომიძე: სანამ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას საკითხი არ გადაწყდება, მანამ არ მოგვარდება ჭყონდიდის ეპარქიაში უმძიმესი პრობლემა
შემდეგი სტატიასაქართველოში დღეიდან ამინდი გაუარესდება