სამადაშვილი – „ქართული ოცნება“ ხვდება, რომ ნებისმიერი დათმობა მათთვის ძალიან სახიფათო იქნება

როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ხვდება, რომ ნებისმიერი დათმობა მათთვის ძალიან სახიფათო იქნება და სწორედ ამიტომ წყვეტენ მოლაპარაკებაში მონაწილეობას, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

სამადაშვილის თქმით, ღარიბაშვილის განცხადება ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არ სურდა ამ მოლაპარაკების რაიმე შედეგით დასრულება.

„პრემიერ-მინისტრის განცხადება ადასტურებს იმას, რა შთაბეჭდილებაც შეგვექმნა მოლაპარაკების ბოლო რაუნდზე. რეალურად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ სურდა ამ მოლაპარაკების რაიმე შედეგით დასრულება და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა. ეს არის საკმაოდ ნიშანდობლივი განცხადება, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. როგორც ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელში, სადაც ხაზგასმით გვითხეს, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზად სწორედ მოლაპარაკება ესახებათ.

იმ ფონზე, როდესაც ფაქტობრივად ჩამოშლილია მათი ხელისუფლება, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ხვდება, რომ ნებისმიერი დათმობა მათთვის ძალიან სახიფათო იქნება. სწორედ ამიტომ წყვეტენ მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობის მიღებას“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – ის, რაც გუშინ თბილისის ქუჩებში ხდებოდა, არ გვეკადრება ქართველებს
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე – ქართველი ერის შეგნებულმა ნაწილმა გამოავლინა ეროვნული ღირსება