დეკანოზი ილია ჭიღლაძე – ქართველი ერის შეგნებულმა ნაწილმა გამოავლინა ეროვნული ღირსება

“შესანიშნავია, რომ ქართველი ერის შეგნებულმა ნაწილმა გამოავლინა ეროვნული ღირსება, მეოცნებე ხელისუფლებისგან განსხვავებით, წინაღუდგა კრემლის იდეოლოგიურ გეგმას თბილისში და გააპროტესტა, თუმცა როდესაც უცხოტომელ პოზნერს უპროტესტებ და ჭიათურელ მღვდელ თადეოზ სარალიძის (მთელს საქართველოში რუსეთის დროშები უნდა აღიმართოსო), ან ქუთაისის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის (მათ გარდა კიდევ რამდენი ანაფორიანია ასეთი) უარეს პრორუსულ და კრემლისტურ მოსაზრებების გამო არ აწყობა აქციას საპატრიარქოსთან, რომელიც ამ ყველაფრის მოთავეა და ხელშემწყობი არცთუ ფარულად, ეს მაინც ერის დიდ სისუსტეზე და ორმაგ სტანდარტებზე მეტყველებს. პატრიოტული, სახელმწიფოებრივი სამოქალაქო საზოგადოება უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს და მტრის იდეოლოგიური დივერსიები სამუდამოდ აღკვეთოს საქართველოში!”- წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – „ქართული ოცნება“ ხვდება, რომ ნებისმიერი დათმობა მათთვის ძალიან სახიფათო იქნება
შემდეგი სტატიაბუაძე – ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა გაასაჯაროვოს ყველა რუსი ვიზიტორის ვინაობა