სამადაშვილი – “ქართული ოცნება” არის ნახევრად კრიმინალური, კორუმპირებული სინდიკატი

“ქართული ოცნება” არის ნახევრად კრიმინალური, კორუმპირებული სინდიკატი, მათ ვერც ერთ ქმედებაში, ვერასდროს ვხედავთ სახელმწიფოებრივ მიდგომას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე ხელისუფლების წარმომადეგენელთა განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

“მათი მხრიდან ეს დამოკიდებულება სააკაშვილის პატიმრობასთან და შიმშილობასთან მიმართებაში არ ეხმარება ვითარების განმუხტვას, ეს არის აბუჩად აგდების საგანი და ვფიქრობ, შესაძლოა, კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანოს მდგომარეობა, ამიტომ მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის და მიმაჩნია, რომ არის სრულიად კონტრპროდუქტიული,”- განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, მისი პოზიცია, რომ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება, ცნობილია, რაც შეეხება აქციას, რომელიც სააკაშვილის მხარდასაჭერად 14 ოქტომბერს არის დაანინსებული, როგორც სამადაშვილი აცხადებს, აქცია პოლიტიკური ბრძოლის ერთ- ერთი იარაღია, თუმცა, მთავარი ამოცანა, მეორე ტურში ოპოზიციის გამარჯვებაა და ამისკენ უნდა იყოს მიმართული ყველას მცდელობა.

„ნაციონალური მოძრაობის” მიერ არის დაგეგმილი ეს აქცია, ეს არის მათი აქცია და სხვა პარტიებს აქვთ არჩევანი შეუერთდნენ თუ არა მას. მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულების ერთადერთი გზა არის ხელისუფლების შეცვლა. ამიტომ აქციები ვისაც მიაჩნია მიზანშეწონილად, შეუძლია გამართოს, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ერთ- ერთი გზა, მაგრამ ამ ეტაპზე მე მიმაჩნია, რომ მთავარი ამოცანა ოპოზიციისთვის და ყველასთვის, ვისაც გარდამტეხი ცვლილებები და პოლიტიკური დევნის დასრულება სურს, ეს არის მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვება, აქეთკენ უნდა იყოს ჩემი აზრით მიმართული ყველას მცდელობა,”- განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – მიკვირს პარტიების, რომლებიც სააკაშვილს პოლიტპატიმრად განიხილავენ და მის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლა არ უნდათ
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის პლატფორმა „სუპერგმირთან“ პარტნიორობით 272 ბავშვს უკვე ჰყავს საკუთარი სუპერგმირი