იოსელიანი – მიკვირს პარტიების, რომლებიც სააკაშვილს პოლიტპატიმრად განიხილავენ და მის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლა არ უნდათ

ლევან იოსელიანი – მიკვირს პარტიების, ვინც სააკაშვილს პოლიტპატიმრად განიხილავს და მის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლა არ უნდათ, პოლიტპატიმრად რომ ვთვლიდე, აქციაზე ვიდგებოდი

„თქვენ იცით, რომ მთელ რიგ საქმეებზე მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად არ განვიხილავთ. იმ პარტიების მიკვირს, რომლებიც ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად განიხილავს და მეორე მხრივ, მის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლა არ უნდათ. ჩემთვის ეს გაუგებარია. მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმარი არ არის კონკრეტულ საქმეებზე. შესაბამისად, მის მხარდასაჭერ აქციაზე არ წავალთ. თუ ადამიანს პოლიტპატიმრად თვლი, ეს ნიშნავს, რომ ის უსამართლოდ იდევნება, თუ უსამართლოდ იდევნება, მაშინ აქციაზე რატომ არ მიდიხარ და მხარს რატომ არ უჭერ? რომ ვთვლიდე, პოლიტპატიმარია, იმ აქციაზე ვიდგებოდი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშისოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ფოტო ვრცელდება, რომელიც თბილისში, პარლამენტთანაა გადაღებული
შემდეგი სტატიასამადაშვილი – “ქართული ოცნება” არის ნახევრად კრიმინალური, კორუმპირებული სინდიკატი