სალომე ზურაბიშვილმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს „სამოქალაქო თავდადებისათვის“ მედალი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს „სამოქალაქო თავდადებისათვის“ მედალი გადასცა.აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილმა ზუგდიდში განაცხადა, სადაც „პრეზიდენტის ნაძვის ხის“ ღონისძიებაზე გიგა ოთხოზორიას შვილებთან ერთად მივიდა.

„ეს არის მხიარული დღე, შობის წინა დღესასწაული, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ სად ვართ, ამიტომ აქ მოვედი გიგა ოთხოზორიას ბავშვებთან ერთად და დღეს გადავეცი სამოქალაქო თავდადების მედალი, სახსოვრად იმისი, რომ ქვეყანას არ ავიწყდება თავისი გმირები. თავდადება ეს არის ის, რაც ქმნის ამ ქვეყანას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის ნაძვის ხის ღონისძიება ტარდება ზუგდიდში, რადგან ჩვენთვის რეგიონები ძალიან მნიშვნელოვანია “
შემდეგი სტატიაგაიზარდა იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ