სალომე ზურაბიშვილი – ვიმუშავებ, რომ გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირის წევრობის გზაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ პირველი საერთაშორისო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.

ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკავშირთან ურთიერთობებში პრიორიტეტულ მიმართულებებს ასახელებს.

„ჩემი პრიორიტეტი იქნება ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება. ვიმუშავებ, რომ გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირის წევრობის გზაზე. შეგვიძლია მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავიზო სტატუსთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე მექნება საუბარი ჩვენს პარტნიორებთან ბრიუსელში – პირველი საერთაშორისო ვიზიტის დროს“, – წერს ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშიადიგენში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
შემდეგი სტატიასასწორზე დგას ჩვენი მომავალი… ამ ყველაფერს საპატრიარქო გაიაზრებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენთან ერთად – პაპუაშვილი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე