სალომე ზურაბიშვილი – ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ადამიანების იდენტობას საფრთხე ემუქრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ევრონიუსთან“ ინტერვიუში რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსიფიკაციის პოლიტიკის გამო მათ იდენტობას სართხე ემუქრება.

„ეს ადამიანური ტრაგედიაა იმ ხალხისთვის, ვინც იქ ცხოვრობს, მათ არ ეძლევათ მშობლიურ ენასთან წვდომის საშუალება. იქ რუსიფიკაციის პოლიტიკის გატარება ხდება. იქ მცხოვრები ადამიანების იდენტობას საფრთხე ემუქრება. ასე რომ, ვითარება ძალიან რთულია“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, 2008 წლის კონფლიქტის მიზანი იყო, რომ ხელი შეეშალათ თბილისისთვის ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირი დაემყარებინა.

„ეს არის ბრძოლა, რომელსაც რუსეთი აგებს. თხუთმეტი წლის წინ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ საქართველო [ევროპული] სამეზობლო პოლიტიკის წევრი იქნებოდა, რომ ის ევროკავშირის პარტნიორობის ერთ-ერთი პარტნიორი გახდებოდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ ვიქნებოდით ასოცირებული წევრი, რომ გვექნებოდა უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა – ეს ყველაფერი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,როდესაც მეუბნებიან, რომ ევროკავშირი ოცნებაა, მე ვპასუხობ, რომ ევროპის ისტორია რეალობად ქცეული ოცნებებია”
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა შეიწყალა კაცი, რომელმაც ბათუმში პოლიციელი მოკლა