პრეზიდენტმა შეიწყალა კაცი, რომელმაც ბათუმში პოლიციელი მოკლა

region
ავტ.: region აგვისტო 29, 2019 11:29

პრეზიდენტმა შეიწყალა კაცი, რომელმაც ბათუმში პოლიციელი მოკლა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა კაცი, რომელმაც ბათუმში პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები მსჯავრდებულ რამაზ დევაძის ადვოკატზე, დავით ჯაფარიძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

2014 წლის 27 დეკემბერს მუკბანიანი ბათუმში, ღამის კლუბ ლეგასში მოკლეს. ის კლუბში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა, თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. პოლიციელი სწორედ ამ იარაღიდან გასროლით მოკლეს. პოლიციელის მკვლელობისთვის რამაზ დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

region
ავტ.: region აგვისტო 29, 2019 11:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,476
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics