სალომე ზურაბიშვილი – კორონავირუსთან დაკავშირებით საჭიროა სიფრთხილე და რეგულაციების გათვალისწინება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოს რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან რეგიონში განხორციელებულ სამუშაოებთან, კორონავისურის პრევეციულ ღონისძებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონის რვა ქალაქის მერები და ვიცე-მერები ესწრებოდნენ, სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელიამ, პრეზიდენტს რეგიონული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ კორონავისურის მიუხედავად, სამხარეო ადმინისტრაცია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობს, მიმდინარეობს ბაგა-ბაღების, სკოლებისა და საზოგადოებრივ ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები და ცენტრალური ხელისუფლების ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება.

ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, სამეგრელოში კორონავირუსის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ არის, თუმცა თვითიზოლაციაში იმყოფება იტალიიიდან ჩამოსული საქართველოს რამდენიმე მოქალაქე, მესტიაში კი, იტალიის ოთხი მოქალაქე.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა საჭიროა ყველა რეკომენდაციის დაცვა, სახელმწიფოს მხრიდან დროულად მიღებულია საჭირო ზომები.

„მინდა, საქართველოს მოქალაქეებს გადავცეთ განწყობა, რომ ვირუსთან დაკავშირებით საჭიროა საკითხისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა და სიფრთხილე, საჭიროა რეგულაციების გათვალისწინება, რაც უნდა მკაცრი იყოს ის, საჭიროა მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით მივუდგეთ საკითხს, რათა არ გავრცელდეს ვირუსი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრია, თუმცა იგი პირველივე დღეებიდან დეტალურ ინფორმაციას ფლობს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების შესახებ.

პრეზიდენტი ასევე დაინტერესდა, რა მდგომარეობაა რეგიონში ქალთა ძალადობის პრევენციის მიმართულებით და რა ღონისძიებები ტარდება ამ მიმართულებით სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ამ მიმართულებით რეგიონში მაღალი აქტივობაა.

კერძოდ, მისი განმარტებით, მიმდინარეობს რამდენიმე მსხვილი პროექტი, მათ შორის თანამდეროვე გამწმენდი ნაგებობის მშენელბლობა, უკვე დასრულებულია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი, 300-ზე მეტი შიდა გზის რეაბილიტაცია, ზუგდიდს შეემატა ახალი საჭადრაკო სკოლა, მიმდინარეობს 700 კაცზე გათვლილი თეატრის მშენებლობა, ასევე იგეგმება ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის მშენებლობა დადიანების სასახლის სივრცეში, სადაც ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ექნებათ.

საქართველოს პრეზიდენტს ზუგდიდში აქციით დახვდნენ. სამხარეო ადმინისტრაციის წინ მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები მივიდნენ, რომლებმაც ადგილზე სიმბოლურად ლობიო, ხახვი და კარტოფილი მიიტანეს.

banner
წინა სტატიაშიბოლო ერთ კვირაში სეზონური ვირუსებით ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა
შემდეგი სტატიაოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს