ბოლო ერთ კვირაში სეზონური ვირუსებით ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა

ბოლო ერთ კვირაში საქართველოში სეზონური ვირუსებით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. გასული კვირის მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

მონაცემების მიხედვით, გასულ კვირაში 100 000 მოსახლეზე ინფიცირების 161 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა კვირაში კი ეს მაჩვენებელი 145 იყო.

გაზრდილია სეზონური ვირუსების სიმპტომებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და მასზე ჰოსპიტალიზაციის შემთხვევათა 33,6 პროცენტი მოდის. წინა კვირაში ეს მონაცემი 30,1 პროცენტს შეადგენდა.

ვირუსებს შორის ცირკულირებს A/H3, B, რინო და სხვა ტიპის ვირუსები.

banner
წინა სტატიაში“მხარს არ ვუჭერ საკონსტიტუციო ცვლილებას, თუმცა ადამიანურად მიხარია, რომ შეთანხმება მოხდა”-კახა ოქრიაშვილი
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – კორონავირუსთან დაკავშირებით საჭიროა სიფრთხილე და რეგულაციების გათვალისწინება