სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას შუალედური არჩევნების შეფასებისგან თავი შეიკავა. პრეზიდენტს ჟურნალისტებმა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა. „ვთვლი, რომ ახლა უნდა ჩატარდეს არჩევნები და ჩემი როლი არ არის, რომ შეფასება გავაკეთო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის დასწრების შესახებ ინფორმაცია გუშინ უკრაინულმა მედიამ გაავრცელა. ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“ოდიშის” ჟურნალისტი, რომელსაც თავს დაესხნენ პასუხისგებაშია მიცემული – პოლიტიკოსები და უფლებადამცველები პოლიტიკური დევნის ნიშნებზე საუბრობენ
შემდეგი სტატიაწყალტუბოში საკრებულოს ოპოზიციის კანდიდატის საარჩევნო ბანერი მოიპარეს