სალომე ზურაბიშვილი – ძალიან დიდი პატივია საქართველოსთვის, რომ აქ ტარდება ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი

ძალიან დიდი პატივი არის საქართველოსთვის, რომ აქ ტარდება ძალოსნობის ამ წლის ჩემპიონატი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

„ყველას მოგესალმებით. მგონი ეს არის დიდი დღე ბათუმისთვის და არის დიდი დღე საქართველოსთვის. ძალიან დიდი პატივია საქართველოსთვის, რომ აქ ტარდება ძალოსნობის ამ წლის ჩემპიონატი. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ მოიპოვა ამ სპორტის სახეობაში და არა მხოლოდ ამ სპორტის სახეობაში, საერთაშორისო სპორტული თანამეგობრობის ნდობა და ეს არის დამსახურება ჩვენი წარმატებული სპორტსმენების, რომლებსაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია – ძალიან ცუდ დღეშია პარლამენტი, თუ ასე გაგრძელდა, მძიმე შედეგებამდე მივალთ
შემდეგი სტატიაანი წითლიძე: იმ ძალით მოყვანილი ხალხიდან ხმას რამდენი გაძლევს თუ იცი?