ანი წითლიძე: იმ ძალით მოყვანილი ხალხიდან ხმას რამდენი გაძლევს თუ იცი?

“კერზაიას საქმე და მისი მკვლელობა შენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაც არის გეგა, შენ როგორც ზუგდიდელს, ობიექტური რომ იყო, შენი წარდგენის
დღეს კერზაიას საქმე ერთხელ მაინც უნდა გეხსენებინა და შენი პოზიცია გამოგეხატა. იმედი მაქვს შენს წინასაარჩევნო კამპანიას კერზაიასავით არ შეეწირება ხალხი. დღეს ძალით მიყვანილ პედაგოგებში ეგ ტენდენცია უკვე შეინიშნებოდა.
მოგიწევს გვიპასუხო და შენი პოზიცია ღიად გამოხატო კერზაიას საქმეზე, გევალება, როგორც პოლიტიკოსს კი არა მხოლოდ, როგორც ზუგდიდელსაც.
ხალგაზრდა ბიჭს პოლიტიკოსობა რომ გინდა და შენი წარდგენა ძალით მოყვანილი ხალხით, საჯარო მოხელეებისთვის დავალებული ერთი ოჯახის წევრის მიყვანით, ძალით მიყვანილი პედაგოგების, ბაღის აღმზრდელების და სოფლის რწმუნებულების მიერ სოფელში თანასოფლელებისთვის ნათხოვნი, წარდგენაზე გამომყევი თორემ მომხსნიან და ხმის მიცემას არ გთხოვთო – ფონზე რომ ხდება ძალიან ტეხავს.
იმ ძალით მოყვანილი ხალხიდან ხმას რამდენი გაძლევს თუ იცი?
იმაზე არაფერს ვამბობ, შენს მერად გასათრევად ნახევარი ქოცობა რომ
მეგრელი, ზვიადისტი, ზუგდიდელი და ლევან მეორე დადიანის პირდაპირი შთამომავალი გახდა-წერს ანი წითლიძე.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – ძალიან დიდი პატივია საქართველოსთვის, რომ აქ ტარდება ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი
შემდეგი სტატიაგეგა შენგელაია: თქვენ ხმას მისცემთ ზუგდიდის მშვიდ განვითარებას, აღმშენებლობას, კეთილდღეობას და კარგ მომავალს