სალომე სამადაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოფიციალურად დატოვა

“ნიკა თავისუფალია, მე ახალ ეტაპს ვიწყებ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჩემი 4 წლიანი თანაცხოვრება ენმ-თან სრულდება. მიხარია, რომ 2016 წელს, პარტიის დაშლისას, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრიც კი არ ვიყავი, გავწევრიანდი პარტიაში და ენმ-ს შევუნარჩუნე საპარლამენტო ფრაქცია. ჩემი საერთაშორისო კავშირები გამოვიყენე იმისთვის, რომ პარტიას, რომელსაც დიდი გამოწვევები ჰქონდა დასავლეთში, პრობლემები გადაელახა. 4 წელი, რომან გოცირიძესთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად, ფაქტიურად 3 ადამიანი ვაცოცხლებდით პარტიას საპარლამენტო საქმიანობაში. პოლიტიკური ბრძოლის ურთულეს მომენტში გვერდში ვედექი როგორც მიშა სააკაშვილს, ასევე ნიკა მელიას. კვლავაც წარმატებას ვუსურვებ მათ და ყველას, ვინც მათთან ერთად აგრძელებს ბრძოლას. საბოლოოდ, ეს საერთო ბრძოლაა”, – წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისან-მარინო ვაქცინაციის ტურიზმს ხსნის და მსურველებს რუსულ “სპუტნიკ V”-ს სთავაზობს
შემდეგი სტატიაგოცირიძე: „ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლა აუცილებელია