სან-მარინო ვაქცინაციის ტურიზმს ხსნის და მსურველებს რუსულ “სპუტნიკ V”-ს სთავაზობს

სან-მარინო ვაქცინაციის ტურიზმს ხსნის

პატარა სახელმწიფო სან-მარინო 17 მაისიდან ტურისტებს რუსული “სპუტნიკ V”-ით აცრას შესთავაზებს. მთავრობამ შესაბამისი დადგენილება უკვე მიიღო, სადაც განსაზღვრულია, რომ “ვაქცინაციური ტურიზმის” ფარგლებში ორი დოზა ვაქცინა 50 ევრო ეღირება, სასტუმროს დაჯავშნა 7 დღით უნდა მოხდეს, 21 დღის შუალედით მინიმუმ სამი ღამით. ვაქცინაციური ტურიზმი იტალიელების გარდა ყველა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სან-მარინოს რომთან, ჯერჯერობით, ამის შესახებ ხელშეკრულება არ გაუფორმებია. ევროპის წამლების სააგენტოს რუსული ვაქცინისთვის ავტორიზაცია ჯერ არ მიუცია.

სან-მარინოს მთავრობის განცხადებით, მიმდინარე მომენტში მათ კორონავირუსით ჰოსპიტალიზირებული პაციენტები არ ყავთ, მოსახლეობის 60% კი აცრილია. სულ სან-მარინოში 35 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

banner
წინა სტატიაშიფატუ ბენსუდა ისრაელ-ღაზას შორის კონფლიქტით შეშფოთებულია
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოფიციალურად დატოვა