სალომე სამადაშვილი – საკრებულოს შენობის წინ ქართული სახელმწიფო გარდაიცვალა

დღეს, საკრებულოს შენობის წინ ქართული სახელმწიფო გარდაიცვალა, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა თბილისის საკრებულოსთან განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, მან ადგილზე მობილიზებულ პოლიციის თანამშრომლებს დეპუტატის საშვი აჩვენა და შესვლა მოითხოვა, თუმცა ის საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს.

„მე მათ ავუხსენი, რომ კანონი მაძლევს უფლებას შევიდე ამ შენობაში, თუმცა მათ არანაირი პასუხი არ გაგვცეს, თუ რის საფუძველზე გვეუბნებიან უარს. აქ, ამ შენობის წინ, დღეს უბრალოდ გარდაიცვალა ქართული სახელმწიფო და კანონი ამ ქვეყანაში”, – განაცხადა სამადაშვილმა.

დეპუტატი ვარაუდობს, რომ საკრებულოს შენობის წინ მობილიზებული არ არიან პოლიციელები, არამედ ”გადაცმული ხალხი”.

”ისინი ბიძინა ივანიშვილის მიწას იცავენ ქართველი ხალხისგან, მათ შორის, მათი არჩეული წარმომადგენლებისგან პარლამენტში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიცესკოს შეფასებით, ანდრეი შევჩენკოს მიერ კახა კალაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში წინასაარჩევნო აგიტაცია არ იკვეთება
შემდეგი სტატიააფხაზმა სეპარატისტებმა გალში “ბორჯომის 1.152 ბოთლი ამოიღეს