აფხაზმა სეპარატისტებმა გალში “ბორჯომის 1.152 ბოთლი ამოიღეს

რუსეთში შეიძლება, „ბორჯომის“ შეტანა აიკრძალოს

5 ოქტომბერს, გალის რაიონში მინერალური წყლის – ბორჯომის დიდი პარტია ამოიღეს. როგორც აფხაზური მასმედია იტყობინება, “საქართველოდან შემოსული კონტრაბანდული ბორჯომის დაკავების ოპერაცია განახორციელა აფხაზეთის საბაჟო დეპარტამენტის კონტრაბანდასთან ბრძოლის დეპარტამენტმა”.
სულ ამოღებულ იქნა 1.152 ბოთლი. პროდუქცია ინახებოდა გალის რაიონის სოფელ ბარღებში ერთ–ერთ მიტოვებულ საცხოვრებელ სახლში.
უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში სეპარატისტული რეჟიმის სამართალდამცავებმა “დააკავეს საქართველოდან შემოტანილი 100 ლიტრი ალკოჰოლური და მინერალური სასმელი”.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი – საკრებულოს შენობის წინ ქართული სახელმწიფო გარდაიცვალა
შემდეგი სტატია13/5 – საკრებულომ ოპოზიციის მოთხოვნა არ გაითვალისწინა