სალომე სამადაშვილი : ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ მაჟორიტარებზე გადის არჩევნების ბედი

ბიძინა ივანიშვილი უნდა დავამარცხოთ პირველ რიგში სწორედ პროპორციული არჩევნების გზით, არა მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ”, არამედ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად უნდა ავიღოთ მეტი ხმები პროპორციულ არჩევნებში, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ”. ამიტომ, ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ მაჟორიტარებზე გადის არჩევნების ბედი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ევროპულ საქართველოში” გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მაჟორიტარებს გადამწყვეტი როლი არც ამ არჩევნებზე აქვთ და არც წინა არჩევნებზე ჰქონიათ.

„გადამწყვეტი ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად არის ის შედეგები, რომელსაც პროპორციული არჩევნების გზით აჩვენებენ პოლიტიკური პარტიები, ამიტომ, ნუ მოვატყუებთ ჩვენს საზოგადოებას, რომ მაჟორიტარებს აქვთ გადამწყვეტი როლი: არც ამ არჩევნებში აქვთ, არც წინა არჩევნებში და არ იმის წინა არჩევნებში. ამიტომ ჩვენ არანაირ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რაც დააზიანებს ჩვენს ინტერესებს, რაც შეეხება პარტიული პროპორციული სიით რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერის მოპოვებას,”- განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : მაიკ პომპეოს გიორგი გახარიასთან საუბრის მთავარი შინაარსი იყო, არავინ გაბედოს არჩევნების გაყალბება!
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი : იმედია, უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც გიორგი შაქარაშვილს სიცოცხლე მოუსწრაფა