სალომე სამადაშვილი: ხელისუფლებას შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ ორგანიზაციაში წარადგინოს სუს-ის ფარული თანამშრომელი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 29, 2017 14:46

სალომე სამადაშვილი: ხელისუფლებას შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ ორგანიზაციაში წარადგინოს სუს-ის ფარული თანამშრომელი

„იმ სტრუქტურული ცვლილებებით, რომელსაც მთავრობა გვთავაზობს, არანაირი ოპტიმიზაცია, ხარჯების შემცირება არ ხდება „ – აღნიშნულის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„ჩვენთვის ცნობილ სტრუქტურული ცვლილებებს კონკრეტული მოტივაცია უდევს საფუძვლად. ერთის მხრივ საკადრო გადაადგილებების და მეორეს მხრივ, როგორც ჩანს სახელმწიფო უშიშროების სამსახურში ისეთი ცვლილებების განხორციელების მცხდელობა, რომელიც დამოუკიდებელ სახელწმიფოს საბჭოთა კვაშირს დაამსგავსებს. სწორედ საბჭოთა კავშირში არსებობდა ის სისტემა, რასაც დღეს გვთავაზობენ – ხელისუფლებას შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ ორგანიზაციაში წარადგინოს სუს-ის ფარული თანამშრომელი და ასეთი გზით აწარმოოს დაკვირვება ჩვენს ცხოვრებაზე.
გაურკვეველია როგორ გვესაუბრება ხელისუფლება დემოკრატიულ პროცესებზე, როცა ასეთ ცვლილებებს გვთავაზობთ. და რაც ყველაზე შესაშფოთებელია, ეს სისტემა იქნება არა საზოგადების სამსახურში, არა ადამიანის უფლებების დაცვლისთვი, არამედ ერთი ადმაიანის პოლიტიკურ ინტერესების სამსახურში.“

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 29, 2017 14:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,001
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics