ნათელა პატარკაციშვილის სახელობის კლინიკაში დევნილებისთვის უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები ჩატარდა

ნათელა პატარკაციშვილის სახელობის მრავალპროფილური კლინიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ დედებს, უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ექიმთა ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ექიმი გინეკოლოგი, გინეკოლოგ ონკოლოგი, თერაპევტი, მამოლოგი, ექოსკოპია. აქციის ფარგლებში გაისინჯა 60 ბენეფიციარი.
ღონისძიების მსვლელობას მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოდაგილე მარინა ონიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ჯანდაცვის საკითხებში მანონი გოგუა და ცენტრის დირექტორი კახა ტატუნაშვილი უწევდნენ.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი: ხელისუფლებას შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ ორგანიზაციაში წარადგინოს სუს-ის ფარული თანამშრომელი
შემდეგი სტატიაშსს-ში აცხადებენ, რომ ესპანეთში მიმდინარე სპეცოპერაციაში ქართული მხარეც ჩართულია