სალომე სამადაშვილი გიორგი გახარიას – ქართველი ხალხის იდიოტებად მიგაჩნიათ

„ბოდიშით დღევანდელი გამოსვლა არ დაგიწყიათ, მაგრამ მოგიწევთ, ბოდიშით დაასრულოთ თქვენი გამოსვლა იმიტომ, რომ შეურაცხყოფაა ის ჩვენ, რაც აქ მოვისმინეთ,“ – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის, რომელიც პარლამენტში იმყოფება.

ოპოზიციის წევრის თქმით, გიორგი გახარია ცდილობს, რომ ოპოზიციას მწვავე შეკითხვების დასმის შესაძლებლობა არ მისცეს. სალომე სამადაშვილის შეფასებით, მას საზოგადოება იდიოტად მიაჩნია.

„ძალიან დაბალი ინტელექტუალური კალიბრის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში შეფარებით მაღალი იარუსი გეჭირათ და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ დღეს ვუყურებთ ამ დეგრადაციას და ჩამოსვლას თქვენს ზოგადად „ქართული ოცნების“ ზოგად ინტელექტუალურ დონეზე. თქვენი იმიჯი ჩემი საზრუნავი არ არის, მაგრამ ძალიან შეურაცხმყოფელია ჩემთვის და საზოგადოებისთვის, რომ იდიოტებად მიგაჩნივართ, როგორც ჩანს, ქართველი ხალხის იდიოტებად მიგაჩნიათ და რუსული პროპაგანდის ხერხებით, ბატონო გიორგი, ახლა ცდილობთ, რომ ჩვენ არ მოგვცეთ მწვავე შეკითხვების დასმის შესაძლებლობა, რაც შეეხება პანკისის ძალიან სახიფათო ვითარებას, ეს ვითარება, ბატონო გიორგი, თქვენ შექმენით. გამიზნულად დავალებას ასრულებდით ვინმესი, თუ არაკომპეტენტური ხართ?“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩვენი პოლიტიკური უკულტურობის მწვერვალია, როდესაც ვცდილობთ, ქვეყნის საერთო ეროვნული პრობლემები ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოვიყენოთ
შემდეგი სტატიათეთრ ქაღალდზე, რომელსაც ლონდონში ექსპერტიზა უტარდება თქვენი პორტრეტი ხომ არ ამოისახება? – გოცირიძე TBC ბანკის საქმეზე გახარიას მიმართავს