სალომე სამადაშვილი : ცხინვალის რეჟიმის მიმართ ევროკავშირის მოწოდება ძალიან მნიშვნელოვანია

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ცხინვალის რეჟიმის მიმართ ევროკავშირის მიერ გაკეთებული მოწოდება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წელს გაფორმდა.

ამასთან, სამადაშვილის თქმით, მოწოდებები უშედეგო იქნება, რადგან საჭიროა, აღნიშნული საკითხი ევროკავშირსა და რუსეთს შორის უმაღლესი დონის პოლიტიკური დიალოგის დროს დაისვას.

„ამისთვის საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს და წლებია, ქვეყანა ერთსა და იმავე პრობლემების წინაშე დგას“, – დასძინა სამადაშვილმა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით განცხადება 10 ნოემბერს გაავრცელა

banner
წინა სტატიაშიმე მჯერა რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალზედ წარმატებული იქნება – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩმა
შემდეგი სტატიასაკონტეინერო გადაზიდვები 34 %-ით გაიზარდა