საკონტეინერო გადაზიდვები 34 %-ით გაიზარდა

საქართველოს რკინიგზამ 2019 წლის 10 თვის განმავლობაში 64 000 კონტეინერი (TEU) გაატარა, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. ეს მონაცემები 34 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს და გაორმაგებულია 2016 წლის მონაცემებთან შედარებით.
საქართველოს რკინიგზის მიერ მიმდინარე წელს გადაზიდული ტვირთების საერთო მოცულობა, ნედლი ნავთობის გარეშე, 8, 57 მილიონ ტონას შეადგენს, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით მეტია.
თუ კი გასულ წლებში საქართველოს რკინიგზით უმეტესწილად ნედლეული – ნავთობი, მადნები, ხორბალი თუ სხვა საქონელი გადაიზიდებოდა, დღვანდელი მონაცემებით, მზარდია დამუშავებული პროდუქციის კონტეინერებით გადაზიდვა. 2019 წლის ცალკეული თვეების მიხედვით, რკინიგზას ყველაზე მაღალი დატვირთვა ოქტომბერში ჰქონდა, როდესაც მთლიანად გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 1 მილიონ ტონას გადააჭარბა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 825 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი : ცხინვალის რეჟიმის მიმართ ევროკავშირის მოწოდება ძალიან მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი : მოსამართლეთა სიის ნაწილობრივ მხარდაჭერაც კი დაადასტურებს, რომ ეს მასკარადი ემსახურებოდა „დეკემბრის სიისთვის” ფერუმარილის მიყრას