სალომე სამადაშვილი – ჩვენი ფრაქცია ხელს მოაწერს იმ დეკლარაციას, რომელიც წარმოდგენილი იქნა ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მხარდასაჭერად

„ჩვენი ფრაქცია ხელს მოაწერს იმ დეკლარაციას, რომელიც წარმოდგენილი იქნა ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მხარდასაჭერად. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია დეკლარირება, რომ ჩვენ, პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალა, მხარს ვუჭერთ ნატოში გაწევრიანების ამოცანას და სწორედ ამიტომ, ჩვენ ხელს მოვაწერთ ამ განცხადებას და მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტია, მხარი დაუჭიროს ამ განცხადებას“,-ამის შესახებ ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ გასულ დღეებში საქართველოში ჩამოვიდა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაცია, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და ეს არის ძალიან ნათელი დემონსტრირება ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის ნატოს სამიტის წინ, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს სამიტზე ჩვენ სამწუხაროდ არ ვიქნებით წარმოდგენილი და მე ვერ გავიზიარებ იმ შეხედულებას, რომ აქ ჩვენ არ შეიძლება პრეტენზიები გვქონდეს ხელისუფლებასთან, იმასთან დაკავშირებით, რატომ ვერ მოვხვდით ნატოს სამიტზე წელს.

მიუხედავად ამისა, ჩვენი ფრაქცია დღეს ხელს მოაწერს იმ დეკლარაციას, რომელიც წარმოდგენილი იქნა ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მხარდასაჭერად და ეს იმიტომ არ ხდება, რომ ჩვენ რამე ილუზია გვაქვს, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ან გვქონდა ან მომავალში გვექნება რამე პროგრესი ამ მიმართულებით. ნატოში ჩვენი ქვეყანა გაწევრიანდება აუცილებლად, მაშინ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება ამ ქვეყანში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით. მაგრამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც დეკლარირება იმის, რომ ჩვენ, პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალა, ზოგიერთი მათგანი დეკლარირებულად, მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანების ამოცანას და სწორედ ამიტომ ჩვენ ხელს მოვაწერთ ამ განცხადებას და მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტია, მხარი დაუჭიროს ამ განცხადებას“,-განაცხადასალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – გაცხადდა, რომ გახარია არ არის არც “ოცნების” პროექტი, არც ივანიშვილის პროექტი
შემდეგი სტატიავაშაძე – მოსახლეობის უმრავლესობას აინტერესებს, როდის იქნება ქართული პოლიტიკის ამოსავალი წერტილი მოქალაქე და არა კინკლაობა და ანგარიშსწორება