კობახიძე – გაცხადდა, რომ გახარია არ არის არც “ოცნების” პროექტი, არც ივანიშვილის პროექტი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილის ეთანხმეა და აცხადებს, რომ თებერვალში გახარიას გადადგომა სახელმწიფოს და გუნდის ღალატი იყო. მისი თქმით, ივანიშვილის განცხადებით გაცხადდა, რომ ის არც “ოცნების” და არც ივანიშვილის პროექტი არაა.

“გაცხადდა ამ ყველაფრით, რომ გახარია არ არის არც ოცნების პროექტი, არც ივანიშვილის პროექტი და ამით მემგონი გაცხადდა ისიც, რომ გახარია არის სხვა ვინმეს ან სხვა რამის პროექტი, ამაზე უკვე მოგვიანებით. რაც შეეხება შეფასებას ღალატი, მოღალატე, ეს საუკეთესოდ ასახავს მემგონი იმ ყველაფერს რაც მოხდა ამა წლის თებერვლაში საქართველოში, საუკეთესო ასახავს იმას, თუ რა ნაბიჯები გადადგა გახარიამ. ეს იყო, რა თქმა უნდა, გუნდის ღალატი და უფრო მეტიც, როგორც ეს ითქვა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიNCDC – ე.წ. კოვიდ პასპორტში მითითებული იქნება თუ როდის და რომელი ვაქცინით აიცრა ადამიანი
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი – ჩვენი ფრაქცია ხელს მოაწერს იმ დეკლარაციას, რომელიც წარმოდგენილი იქნა ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მხარდასაჭერად