საკონტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნა – ოპოზიცია მიზანმიმართულ შეტევაზე საუბრობს

სასულიერო პირების მოთხოვნასთან დაკავშირებით, გაუქმდეს საკონსტიტუციო სასამართლო, შეფასება გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა. კოტე იოსელიანი განცხადებებს სასამართლოზე შეტევად აფასებს.

იოსელიანი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილის განცხადებასაც ეხმაურება, რომელთაც აღნიშნეს, რომ სასულიერო პირების მოთხოვნა ყურადსაღებია.

„ნებისმიერი შეტევა სასამართლო ხელისუფლებაზე, აპრიორი ნიშნავს იმას, რომ კანონის უზენაესობა არის მიუღებელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სასამართლო ხელისუფლებაზე, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოზე ახორციელებენ ერთგვარ იერიშს. თუმცა, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მხრიდან, რომელსაც, ფაქტიურად, გააზრებულ არ აქვს საკუთარი ფუნქცია, საკუთარი როლი ქვეყნის პოლიტიკური განვითარების პროცესში, ნამდვილად არ არის გასაკვირი,“ – განაცხადა კოტე იოსელიანმა.

სასულიერო პირები საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება პატრიარქის თანამოსაყდრის თანაშემწის შემდეგ, მამაოების ნაწილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – მხარს ვუჭერ მარიხუანას მოხმარებაზე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – 28 ოქტომბერს ქართველი ხალხი წურბელებს ჩამოიფერთხავს