მიხეილ სააკაშვილი – 28 ოქტომბერს ქართველი ხალხი წურბელებს ჩამოიფერთხავს

28 ოქტომბერს ქართველი ხალხი ჩამოიფერთხავს თავისი სხეულიდან წურბელებს, ხელიდან დაუსხლტება ურჩხულს და ამოვა ჭაობიდან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
მისივე განცხადებით, 1990 წლის 28 ოქტომბერს სრულიად უთანასწორო არჩევნებში, ეროვნულმა მოძრაობამ დაამარცხა კომუნისტური პარტია და სწორედ, ამ გამარჯვებამ გაუხსნა გზა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ.

„2018 წლის 28 ოქტომბერს ქართველი ხალხი ჩამოიფერთხავს თავისი სხეულიდან წურბელებს, ხელიდან დაუსხლტება ურჩხულს და ამოვა ჭაობიდან. დაადგება წარმატების გზას…
გიორგობის დღის აღსანიშნავად კი, იქვე, საკუთარი სახლიდან პრეზიდენტის სასახლეში ფეხით გადავლენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე და პირველი ქალბატონი ნინო ანანიაშვილი…
მიყვარს ისტორიული დამთხვევები და პარალელები!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაკონტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნა – ოპოზიცია მიზანმიმართულ შეტევაზე საუბრობს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე – გიორგი მარგველაშვილი ცდილობს, დამცირებისთვის შური იძიოს