“საკონსტიტუციო უმრავლესობას ნამდვილად არ გამოვეტირები” – თამარ ჩუგოშვილი

“ქართული ოცნებიდან” ეკა ბესელიას წასვლაში ყოფილი თანაგუნდელები პრობლემას ვერ ხედავენ. ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვა არ არის ტრაგედია და პირიქით, მისი აზრით, საკონსტიტუციო უმრავლესობა სრულიად ზედმეტია ყველა ხელისუფლებისთვის.

ჩუგოშვილის განცხადებით, უმჯობესი იყო პროცესები ნაკლები დაძაბულობის ფონზე წარმართულიყო, თუმცა ამის მზაობა ორივე დაპირისპირებულ გუნდს უნდა გამოეთქვა.

“ძალიან სამწუხარო ფაქტია ქალბატონი ეკას გასვლა. საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვაში არ არის ტრაგედია. პირიქით, მე ვფიქრობ საკონსტიტუციო უმრავლესობა ნებისმიერ ხელისუფლებისთვის სრულიად ზედმეტია. ამიტომ საკონსტიტუციო უმრავლესობას ნამდვილად არ გამოვეტირები, პირიქით. რაც შეეხება დაძაბულობას რომელიც განვითარდა დეკემბრიდან მოყოლებული და რომლის კულმინაციაც გუშინ იყო პლენარულ სხდომაზე, ვისურვებდი მოხერხებულიყო პროცესების ისე წარმართვა, რომ ნაკლები დაძაბულობის ფონზე მიგვეღწია შედეგისთვის, ამისთვის ალბათ ორივე მხარის მონდომება არის ხოლმე საჭირო,“-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე – მინდა, მშვიდ, წყნარ ატმოსფეროში გავმართო გააზრებული ბრიფინგი
შემდეგი სტატიააზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების კოორდინაცია სოზარ სუბარს დაევალა