გედევან ფოფხაძე – მინდა, მშვიდ, წყნარ ატმოსფეროში გავმართო გააზრებული ბრიფინგი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე ორშაბათს ბრიფინგს გამართავს, რომელზეც ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, ეკა ბესელიას მსგავსად, ტოვებს თუ არა მმართველ პარტიას.

„მინდა, მშვიდ, წყნარ ატმოსფეროში გავმართო დასაბუთებული და გააზრებული, არგუმენტირებული ბრიფინგი.

ბრიფინგზე მომეცემა საშუალება, სრულად გავშალო თემები, რომლებიც ბოლო დროს ხდებოდა. ორშაბათს ყველაფერს გეტყვით. გავაკეთებ ოფიციალურ განცხადებას“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

დეპუტატმა ეკა ბესელიამ დღეს განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანმა საზოგადოებას პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარუდგინა
შემდეგი სტატია“საკონსტიტუციო უმრავლესობას ნამდვილად არ გამოვეტირები” – თამარ ჩუგოშვილი