საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი2“-ის ორი სარჩელი დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს „რუსთავი2“-ის ორი სარჩელი დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ორი ნორმა.

პირველი მომენტალურ აღსრულებასთან დაკავშირებით – „რუსთავი 2“ ითხოვდა, რომ არაკონსტიტუციურად ცნობილიყო საქალაქო სასამართლოდ გადაწყვეტილება მომენტალურ აღსრულებასთან დაკავშირებით, რადგან მათი განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებამდე მომენტალური აღსრულებით მხარეს ერთმეოდა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა დროებით მმართველთან დაკავშირებით. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დროებითი მმართველის დანიშნავს ასაჩივრებდა, რომ ამან შესაძლოა, არხის გამოხატვის თავისუფლებისთვის შეეშალა ხელი.

„სააპელაციო სასამართლომ დორებითი მმართველებთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ისედაც გააუქმა. ამ ეტაპზე პირდაპირი შედეგი არ არის, მაგრამ ეს იქნება პრეცედენტული სამომავლოდ. დროებით მმართველს ვეღარ დანიშნავენ და მეორე გადაწყვეტილებით დაუყონებლივ აღსასრულებლად ვერ მიაქცევენ, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა სია რომ ჩავარდნილიყო, კანდიდატებს გასაუბრებამდე არავინ მიუშვებდა
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: ცინიკურია, როდესაც ამნისტიასა და პატიებაზე გიგა ბოკერია საუბრობს