საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა მოსმენების მასიურ სისტემას

news
ავტ.: news აპრილი 15, 2016 14:07

საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა მოსმენების მასიურ სისტემას

მნიშვნელოვანი

  • როგორც ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ განჩენი გამოუტანა მოსმენების იმ მასიურ სისტემას, რომელიც ფუნქციონირებდა და ფუნქციონირებს.

სხვა სტატიები

”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სახალხო დამცველისა და „ეს შენ გეხებას“ სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებას ”რევოლუციური” უწოდა.

როგორც ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ განჩენი გამოუტანა მოსმენების იმ მასიურ სისტემას, რომელიც ფუნქციონირებდა და ფუნქციონირებს.

”ეს არის განაჩენი ყველა იმ სახელისუფლებო შტოების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში აგრძელდებდნენ იმ პრაქტიკას, რომელიც იყო მანკიერი და რომელსაც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემიჯნება. ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ პასუხისმგებლობა, როდესაც საუბარია მოსმენებთან დაკავშირებით”, -განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველისა და „ეს შენ გეხებას“ სარჩელზე გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. სასამართლოს პირველმა კოლეგიამ “ეს შენ გეხებას” სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.

“შეიძლება ითქვას, რომ დღეიდან ფარული მოსმენების გასაღები სუს-ის და შსს-ს ხელში აღარ უნდა იყოს”, – განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მიხეილ შარაშიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების აღსრულება 2017 წლის 31 მარტამდე გადაიდო.

news
ავტ.: news აპრილი 15, 2016 14:07