დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა “საქართველოს ბანკზე” ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი აღკვეთეს

news
ავტ.: news აპრილი 15, 2016 14:00 განახლებულია

დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა “საქართველოს ბანკზე” ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი აღკვეთეს

მნიშვნელოვანი

  • შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს ვაკე-საბურთალოს განყოფილების თანამშრომლებმა საქართველოს ბანკზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი დანაშაულის ადგილზე ოპერატიულად აღკვეთეს.

სხვა სტატიები

შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს ვაკე-საბურთალოს განყოფილების თანამშრომლებმა საქართველოს ბანკზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი დანაშაულის ადგილზე ოპერატიულად აღკვეთეს.

 

დეპარტამენტის ცნობით, თბილისში ნუცუბიძის ქ. N78-ში მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალი დაცვის პოლიციის მიერ საგანგაშო ღილაკით არის დაცული.
“განგაშის სიგნალი დაცვის პოლიციაში დღეს 11:46 წთ-ზე შემოვიდა. ოპერატიული რეაგირების ჯგუფი (ვაკე7) შემთხვევის ადგილზე 2 წუთში მივიდა. დანაშაულში ეჭვმიტანილმა სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოასწრო. დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიერ შემთხვევის ადგილზე ცხელ კვალზე დაკავებულია მოქალაქე ირაკლი კ. (დაბადებული 20.05.1973, მცხოვრები – თბილისი, ნუცუბიძის II კვარტალი) დაკავებული შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით და ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ხელჩანთა – ნაძარცვი თანხით. დაცვის პოლიციის მიერ დამატებითი გარემოებების შესწავლის მიზნით გამოძახებული იქნა კრიმინალური და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. საქმე აღძრულია სსკ 179-ე მუხლით. საქმეს იძიებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი”, – აცხადებენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში.
news
ავტ.: news აპრილი 15, 2016 14:00 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,111
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics