საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ომბუდსმენი საკუთარ შენიშვნებს ვენეციის კომისიას დღეს გადაუგზავნის

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნებს ვენეციის კომისიას დღეს გაუგზავნის.

უჩა ნანუაშვილის თქმით, პრობლემებია ომბუდსმენის, სოციალურ და შრომის უფლებებთან დაკავშირებით, ასევე სასამართლოს სისტემასთან მიმართებით.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სასამართლო უფრო მეტად უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო გავლენისგან.

„ასევე რეკომენდაციები, რომელიც ეხება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, რეფორმების გაგრძელებას სასამართლო სისტემაში, თუნდაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნომინაციასთან დაკავშირებით, ის ჩანაწერი, რომელიც დღეს არსებობს, რომ პრეზიდენტის ნაცვლად უკვე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარადგინოს კანდიდატები, ვფიქრობ, ეს პრობლემურია“ – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდღეს ,,დაიცავი კონსტიტუციაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიები ვენეციის კომისიას საგანგებო წერილით მიმართავენ
შემდეგი სტატიარუსთავში მამაკაცი დაჭრეს