რუსთავში მამაკაცი დაჭრეს

რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში, მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ნაცნობმა პირმა საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას ჭრილობა მუცლის არეში დანით მიაყენა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია დაჭრაში ბრალდებული პირი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ომბუდსმენი საკუთარ შენიშვნებს ვენეციის კომისიას დღეს გადაუგზავნის
შემდეგი სტატიაბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ცხრა პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება