საკონსტიტუციო ცვლილებების საკანონმდებლო ინიციატივები 2 თვეში უკვე მზად უნდა იყოს – კობახიძე

დღეს საკონსტიტუციო კომისიამ კონკრეტული ინიციატივები უნდა განიხილოს. მომდევნო შეხვედრაზე კი ამას საკანონმდებლო ინიციატივის სახე უნდა ჰქონდეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ 2 თვეში საკანონმდებლო ინიციატივების პირველადი ვარიანტი უკვე მზად უნდა იყოს.

„დაახლოებით ერთ თვეში განიხილება პირველადი რედაქცია იმ კანონპროექტის, რომელიც შემუშავდება თქვენი ინიციატივების საფუძველზე და მესამე სხდომაზე, რომლიც, დაახლოებით, 2 თვის შემდეგ გაიმართება, უკვე რედაქციული განხილვა გაიმართება, მეტ-ნაკლებად შეჯერებული ვერსიის იმ კანონპროექტისა, რომლიც ჩვენ უნდა მოვამზადოთ,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტს აქვს სრული უფლება, შეიწყალოს ნებისმიერი პირი – თეა წულუკიანი
შემდეგი სტატიაუამინდობის გამო, მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაეშვა