პრეზიდენტს აქვს სრული უფლება, შეიწყალოს ნებისმიერი პირი – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ე.წ. კაბელების სამესთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა.

ამის შესახებ მან პრეზიდენტის მიერ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალების შემდეგ განაცხადა.

“პრეზიდენტს ყველანაირი დასაბუთების გარეშე აქვს სრული უფლება, შეიწყალოს როგორც დამნაშავე, ასევე ყველა ის პირი, რომელზეც თვითონ თვლის, რომ შეიძლება მტკიცებულებები არ იყოს საკმარისი. მან გამოიყენა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და არ მგონია, ვინმეს რაიმე ტიპის კომენტარი შეეძლოს ამ თემაზე“, – განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიიორგი მარგველაშვილმა გუშინ, ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი შეიწყალა. ხუთივე მათგანმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.

banner
წინა სტატიაშიდე ფაქტო აფხაზეთი ლუკავას ციხიდან გაყვანას არ ადასტურებს – სუსი-ს განცხადება
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო ცვლილებების საკანონმდებლო ინიციატივები 2 თვეში უკვე მზად უნდა იყოს – კობახიძე