საყოველთაო ჯანდაცვით ვცდილობთ, პენსიის სიმცირე დავაბალანსოთ – ზაზა ხუციშვილი

მიმდინარე კვირას რიგგარეშე სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს დაამტკიცებენ. ცვლილებები ჯანდაცვის სფეროს 40 მილიონი ლარით გაზრდას ითვალისწინებს.

თანხა საყოველთაო დაზღვევას მოხმარდება. როგორც ცნობილია, ოპოზიცია ცვლილებებს მხარს არ უჭერს.

„ჩვენ ვთვლით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ჩვენს პენსიონერებს ძალიან ეხმარება. ასეთი პროგრამა რომ არ იყოს და, თუნდაც, 300 ლარამდე რომ იყოს გაზრდილი პენსია, ეს მაინც არ ეყოფოდათ იმიტომ, რომ საკმაოდ ძვირია მედიკამენტები და ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ მიმართულებით დავაბალანსოთ ის პენსიის სიმცირე,“ – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩვენი ცხოვრება იქნება უფრო ძვირი, ვიდრე აქამდე იყო – პაატა შეშელიძე ფასების მატებას ვარაუდობს
შემდეგი სტატიამაია რჩეულიშვილის ადვოკატი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს